
ძალიან რთულია გააგრძელო ბრძოლა, როცა თანამებრძოლი ხელიდან გეცლება,- ამის შესახებ ქართველი ექიმი, სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის გარდაცვალებას ფაქტს ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს გარდაცვლილი კოლეგების გამო.
ისინი იბრძოდნენ პაციენტთა გადასარჩენად პანდემიის პირველი დღიდან და თავად აღმოჩნდნენ ამ ვერაგი დაავადების მსხვერპლნი.
ჯგუფი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს! განსაკუთრებით ვუთანაგრძნობთ თანამშრომლებს!
ძალიან მძიმეა კოლეგის სიკვდილი და ძალიან რთულია გააგრძელო ბრძოლა, როცა თანამებრძოლი ხელიდან გეცლება!”, – წერს სოფიო ბერიძე.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 62 წლის ექიმი- რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა. 17 ნოემბერს კი შუახევის „ევექსის“ კლინიკის ემერჯენსის მედდა, 57 წლის ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა.























