17:48 | 2020-11-19 ავტორი: Prime Time

ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს

ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს. ამის შესახებ მან პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

 

როგროც თამარ გაბუნია ამბობს, საქართველომ უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რათა ქვეყანამ ვაქცინა გარანტირებულად მიიღოს.

 

„გამოგვიცხადეს, რომ დეკემბრის პირველი კვირიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება“ - სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმისგან
2020-11-18„გამოგვიცხადეს, რომ დეკემბრის პირველი კვირიდან კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყება“ - სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმისგან

 

„ჩვენ ვაქცინას მივიღებთ ვაქცინების გლობალური ალიანსის მხრიდან. ოპტიმისტური პროგნოზით, ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტიდან-მაისის პერიოდში. „კოვაქსი“, რომელიც დაწინაურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში, არის სწორედ გლობალური ალიანსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. საქართველომ უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი ამ ორგანიზაციაში იმისთვის, რომ ჩვენ გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინა.

 

ასევე, ჩვენ გვაქვს ვაქცინის არჩევის უფლებამოსილება. ანუ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული ვაქცინების ეფექტურობა და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ხარისხის ფაქტორებისა და იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც მწარმოებელს ამა თუ იმ ვაქცინაზე ექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია და საჭირო თანხა საქართველოს მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.

ავტორი: Prime Time

X