
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში დამძიმდა.
კოვიდინფიცირებული ერთ-ერთ ტელევიზიას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ რუხის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანას ითხოვს. მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა:
„მეგობრებო ჩემი ცხოვრება მოულოდნელად სულ სხვა მხარეს აღმოჩნდა.. დედას რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები დაუდგინდა კოვიდი. ორივე რუხის საავადმყოფოში ვართ, დედა ამ ეტაპზე უკეთაა.
ჩემი მდგომარეობა უფრო რთულადაა.. ბოლო 6 დღე ზედიზედ მაღალი (39) სიცხე, სტაბილურად მიჭირს სუნთქვა (მარჯვენა ფილტვის პნევმონია), დღე-ღამე არეული მაქვს ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ და ნუ მიწყენთ. უბრალოდ ამ ეტაპზე მეტი არ შემიძლია. ყველას გიხდით მადლობას ვინც აქამდეც მხარს გვიჭერდით. ყველანი მეიმედებით“, – წერს კაკაჩია ფეისბუქზე.
ხვალ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო მის დედაქალაქში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.
ავტორი: თეა შონია























