
დღეს დილით საქართველოს წმინდა სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის და აგრეთვე, გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა. მეუფეს სხვა თანხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა .
ცნობილია, რომ მეუფემ ცოტა ხნის წინ სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა.
შეგახსენებთ, ყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე ერისკაცობაში – დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი, 1955 წლის 20 ივლისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. ბერად 1997 წელს აღიკვეცა, დიაკვნად აკურთხეს 1982 წელს. ამავე წელს მოხდა მისი მღვდლად კურთხევა.
2014 წლის 3 ივნისს არქიმანდრიტი ლაზარე გამორჩეულ იქნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის ეპისკოპოსად. ხოლო 2014 წლის 11 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომ – ბაკურიანის ეპარქიას 21 წლის განმავლობაში მეუფე სერაფიმე მოღვაწეობდა. მეუფე სერაფიმემ ეპარქია 2016 წლის აპრილში სინოდის გადაწყვეტილებით დატოვა და მის ნაცვლად ეპარქია მეუფე ლაზარეს ჩააბარეს.






















