
თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოფისის თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
„ამ საღამოს შეგვატყობინეს, რომ ვიცე-პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლის ტესტირების შედეგი დადებითია. არც პრეზიდენტ ტრამპს და არც ვიცე-პრეზიდენტ პენსს აღნიშნულ პირთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონიათ“, – აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტის სპიკერმა.
მისივე თქმით, კონტაქტებზე დაკვირვება დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობს.






















