22:11 | 2020-11-20 ავტორი: თამარ გონგაძე

ასაკოვანი ვარსკვლავების კოვიდპერიოდი – “სახლში არავის ვუშვებთ…”

ასაკოვანი ვარსკვლავების კოვიდპერიოდი – “სახლში არავის ვუშვებთ…”

კოვიდპერიოდი იძულებითი მუხრუჭი აღმოჩნდა ხელოვანებისთვის. განსაკუთრებით ასაკოვანი არტისტებისთვის, რომლებიც რისკჯგუფს წარმოადგენენ.

 

ბევრი მათგანი, ასაკის მიუხედავად, აქტიურ კარიერულ მოღვაწეობაშია, თამაშობს თუ მღერის. პროდუქტიულობას და აქტუალობას არ კარგავენ, შრომობენ, ასაკს არ ნებდებიან.

 

“პრაიმტაიმმა” ხალხისთვის საყვარელი ვარსკვლავები და მათი ოჯახის წევრები გამოკითხა, როგორ ცხოვრობენ დღეს, გაგანია პანდემიის დროს, როგორ იცავენ თავს და რას ამბობენ, უვადოთ გამოთიშულ საყვარელ საქმეზე.

 

 

დღეს კახი კავსაძის დაბადების დღეა | Spacesnews

 

85 წლის კახი კავსაძესთან ერთად ცხოვრობს მისი დეიდაშვილი და ასევე მომვლელი ქალბატონიც.

 

კახი კავსაძე: – მხოლოდ ჩემ ოჯახის წევრებს ვიღებ, სხვას ვერავის. ჩემი ძმა მოდის ხოლმე. იმერი ორმაგი პირბადით დადის, ეშინია, მიფრთხილდება. კარებში ხვდება სადეზინფექციო საშუალება. ცირა შემომსვლელს საპნის ხსნარს ასხამს ფეხსაცმელზე, ხელებზე დეზინფექციას უკეთებს და ისე უშვებს სახლში.

 

თავს შეძლებისდაგვარად ვურთხილდები, რა. ვიტამინებს და გულის მკვებავ წამლებს ვიღებ. ცირა მაწვდის საათების მიხედვით.

 

იმერი კავსაძე: – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყო თეატრთან, როგორ შეიძლება წყნარად იყოს დღეს? ძალიან ძნელია კახისთვის ასე ჯდომა. საუბრებით თეატრთან მივდივართ სულ…

 

თავიდან ამდენი დაინფიცირებული რომ გვყავდა, არ ვეუბნებოდით. ნერვიულად განიცდის პანდემიასთან დაკავშირებულ ამბებს. მაგრამ ბოლო დროს უკვე ვუთხარი, 4 ათასი დაინფიცირებულია ყოველდღიურად-მეთქი. ამან შეაშინა. საინფორმაციოებს უყურებს და განიცდის.

 

1 წუთი მაესტროზე – თამარ სხირტლაძე – თბილისი - YouTube

 

თამარ სხირტლაძე ძირითადად სახლშია. 92 წლისაა, მაგრამ ასაკის მიუხედავად პროფესიაში აქტიურია. გაზაფხულის პანდემია პიესაზე მუშაობაში გაატარა და როგორც ამბობს, ეს დაეხმარა, რომ უსაქმოდ არ ყოფილიყო, გონება ევარჯიშებინა. როგორც მსახიობი ამბობს, მეხსიერებას არ უჩივის

 

თამარ სხირტლაძე: – თან ვმუშაობ, თან ჩაკეტილი ვარ. ტყუილადაც არ ვზივარ. ფილმში ნანა ჯორჯაძემ გადამიღო. სკლეროზიანი ქალის როლში ვარ. ორი დღე ზედიზედ მქონდა გადაღება. კმაყოფილები დარჩნენ – ორი სიტყვა რომ მქონდა სათქმელი, 40-ს ვამბობდი. რეგულაციების დაცვით მივედი, პირდაბით.

 

პირბადის გარეშე არსად გავდივარ. გუშინწინ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში გადაღებაზე ვიყავი, ჟორა შავგულიძეზე გადაცემა მზადდება. იქაც პირბადით მივედი. ჟორა ჩემი პირველი პარტნიორი იყო.

 

ოქტომბრის ბოლოს გადავიღეთ სპექტაკლი, რომელზეც გაზაფხულიდან მოყოლებული ვრეპეტიციობდით. ხან ჩემთან სახლში, ხან – დისტანციურად.

 

გერმანელ პროფესორ ქალს ვთამაშობ, ანტისემიტობაში ადანაშაულებენ. ერთხელ გავიარეთ მიზანსცენა და გადავიღეთ. თუ რომელიმე თეატრი შეგვიშვებს, კი ვითამაშებთ.

 

2020-11-19"კახი უწმინდესის წინ მუხლებზე დაეცა და ეს სასწაული მოუყვა" - როგორ განკურნა პატრიარქის ლოცვამ კახი კავსაძე მძიმე სენისგან

 

შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე ახლაც გადმოვიღე პიესა და როლს ვკითხულობ. ტექსტი რომ კარგად ჩამიჯდეს მახსოვრობაში. თუ არ იცი, რას ლაპარაკობ, ტექსტის მიღმა რა აზრს დებ, ისე ვერ ითამაშებ. პარტნიორის მოსმენა უნდა იცოდე, რას გეუბნება.

 

ასე ვვარჯიშობ ჩემთვის, სახლში. ჩემი დამხარე ქალი ახლა კახეთშია, მოსავალი აიღო, არაყს ხდის. ამიტომ მაღაზიაში მე მიწევს ჩასვლა. ორ ნაბიჯშია სახლთან. კიტრს და პომიდორს ვყიდულობ. ახლა ჩემთვის ყველაზე გემრიელია კიტრის და პომიდორის სალათა. სადილი სულ არ მინდა.

 

სახლში არავის ვუშვებ. დის შვილი რომ მოდის, კართან ვეკონტაქტები და ვემშვიდობები. შვილიშვილებსაც ვუშლი მოსვლას. მე რომ ახლა ვინმემ ვირუსი მომიტანოს, ფილტვები ისეთი სუსტი მაქვს (70 წელი ვეწეოდი), ზუსტად 20 წუთში აღარ ვიქნები…

 

შვილიშვილებს მოაქვთ პროდუქტი, წამლები. თაფლიც მაქვს, ხილიც, მაგრამ რომ გითხრათ, სპეციალურად ვიღებ-მეთქი, არა. შვილიშვილმა დამირეკა, მომიყვა ამდენი გარდაცვლილიაო, დავიწყე ტირილი. აღარ მოგიყვებიო, მითხრა. არ ვრთავ ტელევიზორს.

 

პორტრეტი - იმედა კახიანი - YouTube

 

იმედა კახიანი 83 წლისაა და ოჯახის წევრებმა, გაფრთხილების მიზნით, მცხეთის აგარაკზე გადასვლა ურჩიეს. მსახიობი მეუღლესთან ერთად ბუხართან ზის და შვილთაშვილი, ნინის ელენიკო ახალისებს.

 

იმედა კახიანი: – გამასახლეს მცხეთაში. მოხუცი ხარ და გინდა თუ არა, წადი და შენთვის იყავიო. ძალიანაც კარგი! მე და ჩემი ხანდაზმული (მოხუცი რომ ვთქვა, ეწყინება) მეუღლე ვცხოვრობთ მცხეთაში. ვართ ჰაერზე, ბუხარი ანთია, თუ გვესტუმრებით, მჭადით და ყველით და კარგი ღვინით გაგიმასპინძლდებით.

 

ვცდილობ პირბადით გავიდე ყველგან, სტუმრები კი მინდა მოვიდნენ, მაგრამ ყველას ეშინია, რაიმე არ “მოგიტანოთო”. ვუძლებთ, მოვიცილოთ, გავუშვათ ეს ვირუსი. იმედია, ეს ვაქცინაც გამოჩნდება ამასობაში.

 

განწყობით იმედიანად ვარ, იმედი მქვია სახელად (იცინის). უიმედობა როგორ შეიძლება, კაცო? დარწმუნებული, ვარ ამ ვირუსსაც მოვერევით. ახალგაზრდებისთვის კალაპოტში ჩადგება ცხოვრება. მე გასაჭირიც გავიარე, ლხინიც და მადლობელი ვარ, რომ შვილთაშვილებს მოვესწარი.

 

2020-11-18"განა უხარია დაბადების დღე... სევდასა და თვითგვემაშია" - მაკა მახარაძე იუბილარ თემურ ჩხეიძეზე

 

ძნელია, ყველაფერი გაჩერებულია. თუმცა მე ახლა ელდართან ვმუშაობ. ნოველას იღებს და მერე სრულმეტრაჟიან ფილმს ააგებს. მეორე ნოველას ასრულებს და მერე მესამეს დაიწყებს.

 

მღვდლის როლში ვარ. გურიაში უნდა იყოს გადაღება. მაგრამ ფული არ აქვს. ელოდება. გადაღების შემართება კი აქვს. იანვარში 88 წლის გახდება. ისეთი პოეტური ფილმი გააკეთა ეს მოკლემეტრაჟიანი, მეორე განსაკუთრებით. მუშაობა მისთვის სიცოცხლეა. კინოთი ცხოვრობს.

 

გული მწყდება, რომ ახალგაზრდები ახლა უნდა მუშაობდნენ კინო იქნება თუ თეატრი, მაგრამ გაჩერებულები არიან. სამწუხაროა, რომ კინოში ახალგაზრდები ვერ მუშაობენ, ასაკი გადის.

 

ელდარ შენგელაიას ფილმი „სავარძელი“ მოსკოვის კინოფესტივალის პროგრამაში შევიდა

 

ელდარ შენგელაია სახლშია და როგორც უკვე იმედა კახიანმა გვითხრა, ფილმზე მუშაობს. ასაკოვანი რეჟისორი მეორე ნოველას ამონტაჟებს. ფილმი თემურ ჭყონიამ დაუფინანსა. ახლა პოსტფროდაქშენია გასაკეთებელი.

 

“პრაიმტაიმს” რეჟისორის მეუღლე ნელი შენგელაია ესაუბრა.

 

ნელი შენგელაია: – ტრილოგიის მეორე ნაწილი ოქტომბერში კახეთში გადაიღო. ტრისტან სარალიძე და პაატა მოისწრაფიშვილი თამაშობენ.

 

“იოანე, ვირი კოხტა, მიხეილი და ჩიტები” ასე ჰქვია ფილმს, თუმცა კომედია არ არის. სევდიანი ფილმია.

 

ახლა სახლში ამონტაჟებს, ფრთხილად, დისტანციით სხედან ელდარი და მემონტაჟე, პირბადეებით და მუშაობენ.

 

შეშინებული ვსხედვართ სახლში. სამწუხაროდ, სტუმრებს ვერ ვიღებთ, ვერც ჩვენ მივდივართ. გვეშინია. ჩემი და და მძღოლი ყიდულობენ პროდუქტს, მოაქვთ. ჩვენ იშვიათად გავდივართ გარეთ.

 

დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა" - 87 წლის ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ საწოლიდან - Primetime

 

ბუბა კიკაბიძის გერი, მარინა საღარაძე ამბობს, რომ დედის და ბუბას სანახავად ძალზედ იშვიათად დადის. ასაკოვან მშბოლებს უფრთხილდება… არტისტი 82 წლისაა.

 

მარინა საღარაძე: – მეც ძალიან შეზღუდულად მივდივარ დედაჩემთან. საკუთარ თავს თვითონ გამოვუცხადე თვითიზოლაცია. მირჩევნია დავიცვა ელემენტარული წესი, დავრჩე სახლში და ავირიდო დასნებოვნება. ძირითადად ტელეფონით ვურთიერთობთ.

 

რა შემიძლია გითხრათ, ბუბას საქმის მიმართ წყურვილი და მოლოდინი აქვს, რომ ოდესმე ეს პანდემია დასრულდება და ყველა გამოვალთ სიტუაციიდან. ბევრი წინადადება ჰქონდა და მარტიდან მოყოლებული ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა.

 

ბევრი მიწვევა ჰქონდა – უკრაინიდან დაწყებული, ისრაელით დამთავრებული. უარს რომ ამბობს, თავისთავად არ არის სასიამოვნო…

 

შვილიშვილი იმეორებს შვილის პატარაობას და ამიტომ უფრო გემრიელი და საყვარელია" - ჯემალ ღაღანიძე ოჯახის შესახებ - mshoblebi

 

87 წლის ჯემალ ღაღანიძე ძირითადად წევს. ძალიან ახარებს ზარი, როდესაც კოლეგაზე სასაუბროდ ვეხმიანებით. ამჯერად მსახიობის მეუღლემ გვიპასუხა.

 

ლენა გერმესაშვილი: – ჯემალი სულ სახლშია, თავის ოთახშია, არავის მასთან არ ვუშვებთ. ახლობლები მოდიან, თუმცა იზოლირებულ ჯემალს არავის ვაკარებ. მუხლები აწუხებს და ძირითადად წევს.

 

თეატრი მისთვის ოჯახი და ყველაფერია. რახან თეატრი ახლა გაჩერებულია, უფრო წყნარად არის.

 

გუშინ შეგვეძინა მესამე შვილთაშვილი ანიკა. ჯემალი ძალიან გახარებულია.

ავტორი: თამარ გონგაძე

X