22:23 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

კლინიკამ დაადასტურა, რომ ქუთაისში გარდაცვლილ 23 წლის გოგონას კორონავირუსი ჰქონდა

კლინიკამ დაადასტურა, რომ ქუთაისში გარდაცვლილ 23 წლის გოგონას კორონავირუსი ჰქონდა

ქუთაისში 23 წლის გოგონას სახლში გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისის კლინიკური საავადმყოფო განმარტებას აკეთებს.

 

„პაციენტი შემოვიდა კომატოზურ მდგომარეობაში, სუნქთვის უკმარისობით. მას კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ჰქონდა. მდგომარეობა მძიმე იყო, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა და შეყვანიდან მალე გარდაიცვალა”, – განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

 

ქუთაისში 23 წლის გოგო გარდაიცვალა
2020-11-20ქუთაისში 23 წლის გოგო გარდაიცვალა

 

გარდაცვლილის ოჯახი კორონავირუსის არსებობას არ ადასტურებს. როგორ ისინი აცხადებენ, გოგონა კომაში დიაბეტის გამო იყო.

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: Prime Time

X