09:54 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

„ღამე მუშაობის მოსპობა და ჭადის დაკვრა“ – მოთხოვნები, რომლის გამოც გურულმა ქალებმა ქმრებს გაფიცვა მოუწყვეს

„ღამე მუშაობის მოსპობა და ჭადის დაკვრა“ – მოთხოვნები, რომლის გამოც გურულმა ქალებმა ქმრებს გაფიცვა მოუწყვეს

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის“ ქალთა ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა. „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვდა. საქართველოს ნაკრების მიერ იმედგაცრუებული გულშემატკივრისთვის ეს მოვლენა ორმაგად სასიხარულო გახდა ფეხბურთის ქომაგებისთვის.

 

გურული მაიორი ქალი კალიფორნიაში, რომელსაც ავტომობილის ნომრებით ცნობენ
2020-06-27გურული მაიორი ქალი კალიფორნიაში, რომელსაც ავტომობილის ნომრებით ცნობენ

 

სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ქალთა ნაკრების წარმატებას. „ისევ გურული ქალები თუ გადაარჩენენ საქართველოს“ – წერენ facebook-ზე.

 

ერთ-ერთი მომხმარებელი კი სოციალურ ქსელში აზიარებს საარქივო ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორი მეამბოხე სულის არიან გურული ქალები. თუმცა უცნობია, რომელი წლით თარიღდება ჩანაწერი.

 

ჩანაწერი გურული ქალების მოთხოვნებს ეხება, რომლებიც მათ ქმრებისა და საქმროებისთვის წაუყენებიათ:

 

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„აქაურმა ბარიშნებმა და მანდილოსნებმა 12 თვეს გაფიცვა გამოუცხადეს თავიანთ ქმრებს და საქმროებს. წარუდგინეს შემდეგი მოთხოვნები:

 

1. 8 სათის სამუშაო დღე;

 

2. სამუშაოს განაწილება: (სამხელ ქმარმა უნდა გააკეთოს სადილი კვირაში, სამხელ ცოლმა. ან და თანამშრომლობის ნიადაგზე ქმარმა ჭადი უნდა დააკრას, ცოლმა ლობიო გააკეთოს);

 

3. დილა-საღამოს ჩაი, რძე და პური;

 

4. ღამე მუშაობის მოსპობა;

 

5. საღამოობით ბაღში სეირნობა სამი საათი, მაგრამ რადგან ბაღი არაა, წყლის პირას და კლდე ღრეებში;

 

6. ქმრებმა უსათუოთ უნდა იცოდნენ ჭრა-კერვა და ბავშვის ძუძუს წოვება. რადგან ქალებს საამისოთ ვერ მოუცლიათ, და სხვა მრავალი.

 

ქმრები ცუდ მდგომარეობაში არიან და არ იციან რა ქნან. ამბობენ ლოკაუტს გამოაცხადებენო. საზოგადოთ, ჩვენში ქალების ემანსიპაცია მდევის ნაბიჯით წინ მიდის“,- წერია საარქივო ჩანაწერში.

 

ავტორი: Prime Time

X