12:36 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

ლევან ზურაბაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ლევან ზურაბაშვილს პატიმრობა შეეფარდა

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავმდამსხმელს, ლევან ზურაბაშვილს, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

 

პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

 

მისივე თქმით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

 

2020-11-23"რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამიგია და რამდენი დედაა ასე..." - ლევან ზურაბაშვილის და მისი დედის ემოციური დიალოგი სასამართლო პროცესზე

 

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის” თავს დაესხა მოქალაქე ლევან ზურაბაშვილი და მძევლები აიყვანა. ზურაბაშვილმა მოთხოვნებიც წამოაყენა: აზარტული თამაშების გაუქმება, წამლების ფასისა და საბანკო პროცენტების შემცირება.

 

ზურაბაშვილი ამჟამად დაკავებულია და ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ავტორი: Prime Time

X