
საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სევდია უგრეხელიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ნაცნობი, რომელიც კლინიკაში მაღალი წნევის გამო გადაიყვანეს, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე კი ამ პაციენტმა ღამე, თავისივე პალატაში მიცვალებულთან ერთად გაატარა.
„ჩემი ახლობლის სიძე ჰიპერტონული კრიზით გადაიყვანეს ამ სამი კვირის წინ კლინიკაში. რამდენიმე დღეში გამოუშვეს, მაგრამ გაუმეორდა და ორ დღეში იქ გარდაიცვალა. უთხრეს – კოვიდით დაიღუპაო და დახურული სასახლით გამოატანეს.
იქ მობილური ჰქონდა და წინა დღეს დარეკა, რომ პალატაში პაციენტი გარდაიცვალა და ღამე ოთახში დატოვეს. ანუ ის ღამე მიცვალებულთან ერთად გაატარა.
ნეტა ბოლოს რით გარდაიცვალა, შიშით ხომ არა? აბა როგორია წნევიანისთვის მკვდრის გვერდით ღამის გატარება?“, – წერს სევდია უგრეხელიძე.
























