
ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თესალონიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან დესპინა ფილიპიდაკთან.
ნოდარ კომახიძემ წითელი ჯვრის წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია, თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებში (დიავატა) მყოფი საქართველოს მოქალაქეების COVID-19-ით ინფიცირების შესახებ და აღნიშნა, რომ გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ციხის ადმინისტრაციასთან და ახდენს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს. ნოდარ კომახიძემ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების უფლებების დაცვა წარმოადგენს გენერალური საკონსულოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს.
შეხვედრაზე დესპინა ფილიპიდაკმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ორგანიზაციასა (EODY) და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმებით, წითელი ჯვარი დღეიდან იწყებს თესალონიკის საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულების COVID-19-ზე ტესტირების მეორე ეტაპს. ტესტირება გაგრძელდება 3 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მსჯავრდებულების მიმართ გატარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც ახორციელებს წითელი ჯვარი და ხაზი გაუსვეს ხსენებულ პროექტებში ქართველი ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
R






















