23:47 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე არ ვწირო – მამა თეოდორე გიგნაძე

მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე არ ვწირო – მამა თეოდორე გიგნაძე

მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე არ ვწირო, – ამის შესახებ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე აცხადებს.

 

„შეუძლებელია რომ მღვდელმა არ წიროს, მღვდლისათვის უწირველობა სულიერი სიკვდილია, სულიერ სიკვდილს ხორციელი სიკვდილი მირჩევნია

 

ანუ არანაირი წესი არანაირი კანონი, მხოლოდ თუ დამაბავენ ჯაჭვებით მაშინ შეიძლება შევწყვიტო წირვა, ხოლო იმ ადამიანებს რომლებიც ასე უხეშად ერევიან ეკლესიის ცხოვრებაში, ვწიროთ თუ არ ვწიროთ

 

შევიკრიბოთ თუ არ შევიკრიბოთ, კიდევ ვამბობ მათ პერსპექტივა არ ექნებათ თუ სამყაროში საქართველო იარსებებს,“ – ამბობს დეკანოზი.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X