
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბერი – 2 იანვრის შეზღუდვები შემსუბუქდება.
კერძოდ, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში:
ქვეყნის მასშტაბით:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა;
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდი
ქვეყნის მასშტაბით:
- ცხადდება უქმე/ დასვენების დღეები
- აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის პერიოდში.
- არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სერვისებისა
16 იანვარი – 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
- აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების და ღია დახურული ბაზრობების მუშაობა( გარდა შაბათ-კვირისა)
- შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას






















