00:47 | 2020-03-22 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მრევლს აქვს გაფრთხილება, ჩაიცვან თბილად – დეკანოზი იოანე გორელიშვილი

მრევლს აქვს გაფრთხილება, ჩაიცვან თბილად – დეკანოზი იოანე გორელიშვილი

მრევლს აქვს გაფრთხილება, ჩაიცვან თბილად, რადგან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან და წირვას აღავლენენ სასულიერო პირები, -ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა განაცხადა.

 

პრესპიკერი მრევლს ეზოში დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

 

„ეკლესია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც გამოცხადებულია ქვეყანაში. მრევლს აქვს გაფრთხილება, ჩაიცვან თბილად, რადგან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან და წირვას აღავლენენ სასულიერო პირები, გარეთ არის დამონტაჟებული გახმოვანება და თქვენ ერთმანეთთან დისტანციის დაცვით იქნებით ეზოში, ისე მოისმენთ ღვთისმსახურებას. წირვის დასრულების დროს ჩვენ გამოვალთ გარეთ და ისე გაზიარებთ“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

 

📣განცხადება

Gepostet von ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია am Samstag, 21. März 2020

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X