
ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან დადასტურდა ინფიცირების 4780 შემთხვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე.
ქვეყანაში Covid-19 კიდევ 3489-მა პაციენტმა დაამარცხა.
დაპნდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 123470 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 102270 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 1161-ს მიაღწია.






















