21:58 | 2020-11-27 ავტორი: თამარ გონგაძე

ილიკო სუხიშვილი 2 თვე ვერ იცეკვებს – „ექიმის რეკომენდაციაა, არ უნდა იმოძრაოს”

ილიკო სუხიშვილი 2 თვე ვერ იცეკვებს – „ექიმის რეკომენდაციაა, არ უნდა იმოძრაოს”

ილიკო სუხიშვილი 17 ნოემბერს მოტოციკლეტით ბოძს შეეჯახა. მოცეკავეს ფეხის მოტეხილობა აქვს. “პრაიმტაიმი” სუხიშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა და ანსამბლის აღმასრულებელ მენეჯერს დაუკავშირდა.

 

ხატია ეკიზაშვილი: – ილიკო კარგად არის. სტუმრად რახან ვერ დავდივართ, არ ვიცი, წევს თუ ზის, მაგრამ სახლშია. წვივზე მარტივი ოპერაცია იმ დღესვე გაუკეთდა. თაბაშირი არ ადევს.

ახლა ყველა სახლში ვართ, ფეხმოტეხილებიც და ჯანმრთელი ფეხებითაც. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის. ექიმის რეკომენდაციაა, რომ ორი თვე არ იმოძრაოს, ფეხი არ დაადგას.

 

ანსამბლი გაჩერებულია. ონლაინგაკვეთილებს აგრძელებთ?

 

– გვაქვს ონლაინგაკვეთილები, თუმცა ეს ჩვენი მოწაფეებისთვის სავალდებულო არ არის. განსაკუთრებით ემიგრანტები ყიდულობდნენ ამ პაკეტს.

 

გაჩერებული ვართ, იცით, რომ სტუდიების მუშაობა აიკრძალა. ეჭვი მეპარება 1 თებერვლიდან ავგუგუნდეთ.

 

დეკემბერში ჩვენს ლაივ-პორტალზე ლაივსტრიმით კონცერტები გვექნება და გულშემატკივრებს იქ შეეძლებათ თვალყურის დევნება.

ავტორი: თამარ გონგაძე

X