
სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ პირბადეებით ფიცი დადო – ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
„უბრალო ადამიანების“ ლიდერი იგორ მატოვიჩი და მისი კაბინეტის წევრები პრეზიდენტთან, ზუზანა ჩაპუტოვასთან, ერთჯერადი პირბადეებითა და ხელთათმანებით მივიდნენ.
„ჩვენ გვაქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი – ეს არის ყველა ადამიანის სოლიდარობა და პასუხისმგებლობა. ახლა ბრძოლის დროა“, – განაცხადა იგორ მატოვიჩმა.
სლოვაკეთში ახალი კორონავირუსის 178 შემთხვევა დაფიქსირდა, 7 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.






















