
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 54-მდე გაიზარდა – ახალი მონაცემები ოფიციალურ საიტზე stop.cov.ge -ზეა ასახული.
გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 49 შემთხვევა ფიქსირდებოდა. დღეს კი დაავადებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.






















