
სოციალურ ქსელში ექიმი ირაკლი კვეკესკირი ემოციურ პოსტს კოვიდინფიცირებულ ჩვილზე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ საბედნიეროდ, მან Covid-19 დაამარცხა და კლინიკა დატოვა.
„ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი, საკმაოდ მძიმე პაციენტი (2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი … გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება.
ეს პოსტი დავდე არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე, არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინდა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენთაგანში, გისურვებთ ჯანმრთელობას” – წერს ექიმი.























