23:57 | 2020-11-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

წინათგრძნობა თუ საზარელი დამთხვევა – 29 წლის ახალგაზრდა პოეტი ტრაგიკულად გარდაიცვალა

წინათგრძნობა თუ საზარელი დამთხვევა – 29 წლის ახალგაზრდა პოეტი ტრაგიკულად გარდაიცვალა
„პოეტის ცოლები ქვრივდებიან, პოეტებს არავინ უკვდებათ” – ამ სტრიქონის ავტორი, ახალგაზრდა პოეტი ნიკა კვესელავა თბილისში გარდაიცვალა. ეს უბრალოდ დამთხვევა იყო თუ წინათგრძნობა, არავინ იცის. როგორც სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ნაცნობები წერენ, ახალგაზრდა ქუთაისიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა და თონეში იყო დასაქმებული.

მისი დაღუპვის მიზეზების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. პოეტის მეგობრები, ამბობენ რომ ის 29 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
შსს-ს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული და ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების მიზეზს.
მომხდარზე სოციალურ ქსელში პოეტი, დიკა სალაყაია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ასეთი ახალგაზრდა რით გარდაიცვალაო, ახლა ვკითხულობთ და ვამბობთ ეს რა პოეტი ყოფილა, როგორ ვერ დავაფასეთ, როგორ ვერ დავინახეთო – ნიკა კვესელავა!
„თვალები ცრემლებით არ დაისველო,
ჩემი სიცილი გაიხსენე,
სხვებმა ეს სიცილი რა იციან,
თავი არასოდეს გაიციო.
ჩემს სურათებთან რომ იდგები
ან მოგონებებიც ბრუნდება,
პოეტის ცოლები ქვრივდებიან,
პოეტებს არავინ უკვდებათ.” – ნიკა კვესელავა.
აგე ჩამოვიდა ბიჭი თბილისში, თონეში სამუშაოდ. ცოლიშვილის შესანახად, ლექსებით რო ოჯახს ვერ არჩენდა ეგ კი იცოდა. 4-5 დღის ჩამოსული ყოფილა და გაზით გაიგუდა ღამით, თონეში. დგას ეხლა მობუზული ცოლი და ელოდება როდის ჩაუსვენებენ პოეტ ქმარს სახლში. 
ავტორი: კესო მოლაშხია

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X