
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა.
ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში (ESPAD) 18%-დან (2015) 12%-მდე შემცირდა (2019). მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში.
თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვ.






















