23:43 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

ნუ შევქმნით ფონს, რომ ესკალაცია გაღრმავდეს – მედეა ვასაძე ოქრუაშვილის თანაპარტიელის სკანდალურ ვიდეოზე

ნუ შევქმნით ფონს, რომ ესკალაცია გაღრმავდეს – მედეა ვასაძე ოქრუაშვილის თანაპარტიელის სკანდალურ ვიდეოზე

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, მედეა ვასაძე, ასლან ვაშაყმაძის სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება.

 

„ბოლომდე არ მომისმენია, თუმცა მივხვდი, რომ ეს ძალადობას ეხება პოლიციელის მიმართ, როგორც ყოფილი უფლებადამცველი, რა შემიძლია ვთქვა, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისაგან, ასევე პოლიციელებისგანაც და ა.შ

 

დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა აჭარაში. ნუ გავაღიზიანებთ ადამიანებს და ნუ შევქმნით ისეთ ფონს, რომ ესკალაცია გაღრმავდეს“,- განაცხადა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ მედეა ვასაძემ.

 

ოქრუაშვილის პარტიის წევრი – პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ

ავტორი: Prime Time

X