
დღეს აჭარაში ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ასლან ვაშაყმაძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის პარტიიდან იყრიდა კენჭს, პოლიციელებს დაემუქრა. სკანდალურ „ფეისბუქ” ლაივში ვაშაყმაძემ თანამოაზრეებს მოუწოდა, სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„როგორც გინდათ ისე ჩამითვალეთ, თუ გინდათ დამზრახეთ, მაგრამ ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. ჩვენ უნდა დავითრიოთ ერთი პოლიციელი, უნდა მოვ…თ დედა, დავჩეხოთ, თავები უნდა ვუჩეჩქვოთ და დანარჩენებისთვის მაგალითი იქნება”, – განაცხადა ვაშაყმაემ.
საღამოს ვაშაყმაძემ მორიგი “ფეისბუქ” ლაივი გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ “ძალადობას ემიჯნება”, თუმცა საზოგადოების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქციის დაფიქსირების შემდეგ, ლაივიც და პოსტიც მალევე წაშალა.
ავტორი: Prime Time






















