13:30 | 2020-12-01 ავტორი: Prime Time

“მშობლებს ჯინსების ფული არ ჰქონდათ, რომ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ეყიდათ” – ნინო ანანიაშვილი ბავშვობის მძიმე წლებს იხსენებს

“მშობლებს ჯინსების ფული არ ჰქონდათ, რომ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ეყიდათ” – ნინო ანანიაშვილი ბავშვობის მძიმე წლებს იხსენებს

პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ბავშვობა გაიხსენა.

 

მისი თქმით, კარგი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა ეს ფინანსებში არ გამოიხატებოდა, ოჯახს ჯინსების საყიდლად ფულიც არ ჰქონდა და ხშირად ვერც დასასვენებლად მიდიოდნენ.

 

„ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, თუმცა, ეს არ გამოიხატებოდა ფულში. ჩემი ოჯახის წევრები, ბებია, დედა და მამა მუშაობდნენ. ჩვენ გვყოფნიდა ბავშვბებს, რომ საფიქრალი არ გვქონოდა. მიუხედავად ამისა, მშობლებს ჯინსების ფული არ ჰქონდათ, რომ ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის ეყიდათ.

 

ჩვენ არც პიცუნდაში დასვენება არ შეგვეძლო, მაგის ფუფუნება არ გვქონდა, მაგრამ ზღვაზე სულ მივდიოდით, იქ შეიძლება ერთ ოთახში ვცხოვრობდით, მაგრამ ძალიან კარგ დროს ვატარებდით“, – განაცხადა ნინო ანანიაშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X