14:15 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

დაავადებები, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან, ლეტალური შედეგის რისკს ზრდის

დაავადებები, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან, ლეტალური შედეგის რისკს ზრდის

იტალიელმა ექიმებმა, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ის ქრონიკული დაავადებები დაასახელეს, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შედეგის ალბათობას.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) და სიმსივნე.

 

იტალიელი ექიმების ინფორმაციით,

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე იმ პაციენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10.5% იყო,
  • კორონავირუსით დაავადებულ დიაბეტიკებს შორის კი – 7.3%.
  • ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მაჩვენებელმა 6.3% შეადგინა,
  • ჰიპერტონიით (მაღალი არტერიული წნევით) დაავადებულ პაციენტებში – 6%
  • სიმსივნის შემთხვევებში – 5.6%.

 

ცნობისთვის, იტალიაში ბოლო დღე-ღამეში  კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

ავტორი: Prime Time

X