23:03 | 2020-12-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბაღდათში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამეს და დააყაჩაღეს

ბაღდათში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამეს და დააყაჩაღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, გოგუცაძეების ოჯახი, სადაც 80 წლამდე ცოლ-ქმარი ​ცხოვრობს, დააყაჩაღეს და ცემეს.

 

რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა, ჯერჯერობით უცნობია. ხანდაზმულის შვილი ამბობს, რომ მშობლები ნაწამები არიან. ნაცემი ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X