
თბილისში, მთაწმინდაზე მანქანა სახლის კედელს შეეჯახა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გაჩერებული იყო, როცა მოსახვევიდან მას სხვა ავტომობილი დაეჯახა, რის გამოც ინერციით სახლის ფასადისკენ წავიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: თამთა თორდია






















