
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ადამიანმა უნდა იფრთხილოს მაშინაც, თუ კორონავირუსის სიმპტომი აქვს, მაგრამ PCR-ით უარყოფითი პასუხი უფიქსირდება. ამის შესახებ ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
როგროც ინფექციონისტი ამბობს, არის პაციენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ვირუსს ცხვირ-ხახის ლორწოზე არ გამოყოფს, ყველა სიმპტომი აქვს და ტესტი უარყოფითია.
„კოვიდინფიცირებული ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, დაახლოებით 20 პროცენტი, რომელიც არ გამოყოფს ვირუსს ცხვირ-ხახის ლორწოვანზე, საიდანაც ვიღებთ მასალას PCR-ისთვის. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მძიმე პაციენტი წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ყველა სიმპტომი აქვს კოვიდის და PCR არის უარყოფითი, ასეთ დროს ჩვენ ვითხოვთ ე.წ. ბრონქების ამონარეცხს, რომ აქ გავაკეთოთ ტესტი, რადგან ეს უფრო მგრძნობიარე და ასეთ დროს ვიჭერთ ვირუსს.
საშუალო და მსუბუქ პაციენტს, ამ კვლევას დიაგნოზტიკის მიზნით ვერ ჩავუტარებთ, ამიტომ როდესაც არის კოვიდის ტიპური სიმპტომები და ასევე პაციენტი არის დადასტურებულ კოვიდთან კონტაქტი, მაგრამ PCR არ ისაზღვრება, მაინც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის კოვიდი და ვმართოთ როგორც კოვიდი“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.























