
თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Report.ge ავრცელებს.
50 წელს გადაცილებულ მამაკაცს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა და დღეს კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა 50 წელს გადაცილებული მამაკაცი. ის მემანქანე ინსტრუქტორი იყო და დეპოგლდანში მუშაობდა. მას 17 ნოემბრიდან უფიქსირდებოდა ტემპერატურა და გადავიდა თვითიზოლაციაში, 20 ნოემბერს ჩაუტარდა PCR ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი. სამწუხაროდ ის დღეს კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა, მას კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა”, – ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.






















