15:29 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო – მეუფე იაკობი

ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო – მეუფე იაკობი

„ჩვენ რასაც ვაპირებდით, ის გავაკეთეთ“ – ასე გამოეხმაურა ეკლესიებში დღეს ჩატარებულ წირვას ბოდბელი მთავარეპისკოპისი მეუფე იაკობი.

 

„მსოფლიოში წამყვანმა ყველა ცნობილმა პიროვნებამ, ევროკავშირიდანაც. ჩვენები რას ეყრდნობიან, ეკლესიას რომ ასე უტევენ, ვერ გეტყვით. ვხედავ ხელისუფლება ხალხზე რომ ზრუნავს”- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფემ.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

ავტორი: Prime Time

X