22:19 | 2020-12-03 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ირმა კვიცარიძის პასუხის პასუხი თენგიზ ცერცვაძეს: მშურს თქვენი ოპერატიულობის

ირმა კვიცარიძის პასუხის პასუხი თენგიზ ცერცვაძეს: მშურს თქვენი ოპერატიულობის

ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ პასუხის პასუხის რეჟიმში ვერ იცხოვრებს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„ბატონმა თენგიზმა, მიპასუხა უკვე…! პასუხის პასუხი და ა.შ. რეჟიმში ვერ ვიცხოვრებ.

 

ბატონო თენგიზ, მშურს თქვენი ენერგიის და ოპერატიულობის. წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!”- წერს ირმა კვიცარიძე.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმის, ირმა კვიცარიძის პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

კვიცარიძე თავის განცხადებაში ცერცვაძეს აკრიტიკებდა.

 

„ბატონო თენგიზ, შესაძლოა, ჩემს სამშობლოში დღეს ექიმს არავინ არ იცავს და ისინი თქვენნაირებს მძევლად ჰყავს აყვანილი, მაგრამ ის ქვეყანა თქვენ რომ სამოთხედ მოიხსენიეთ, დიახ ჩვენთან ავსტრიაში, იცავს და უფრთხილდება მის ექიმებს, ავსტრიის კანონმდებლობა იცავს ექიმს, მის უფლებებს და ექიმის რეპუტაციას.

 

გადაწყვეტილი მქონდა თქვენთან პროფესიულ ჩარჩოებში დებატები. აღარ ვაპირებ. თქვენ იუსტიციის ენით გჭირდებათ საუბარი, რასაც ჩემი ადვოკატი გააკეთებს. ვინმემ უნდა შეაჩეროს ეს ამაზრზენი საქციელი“- აღნიშნავდა მიმართვაში კვიცარიძე.

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X