22:44 | 2020-12-03 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რას ამბობს ცერცვაძე ნაცნობობით პაციენტის კლინიკაში მოთავსებასა და სასწრაფოს დაგვიანებაზე

რას ამბობს ცერცვაძე ნაცნობობით პაციენტის კლინიკაში მოთავსებასა და სასწრაფოს დაგვიანებაზე

„ერთეული შემთხვევები უთუოდ იქნება. თქვენ გგონიათ ამერიკაში არ ხდება ერთეული შემთხვევები ან გერმანიაში? ამ ქვეყანაში პაციენტის ნაცნობობით კლინიკაში მოთავსების ერთეული შემთხვევები შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ არსებობს მთელი სქემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი,“ – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

 

მან ასევე სასწრაფო დახმარების გამოძახებაზეც ისაუბრა.

 

„ყველაფერი იტვირთება პორტალზე, ზარები ფიქსირდება 112-ში, ფიქსირდება ოჯახის ექიმებთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი მუშაობს ამაზე. თუ გვიანდება სასწრაფოს გამოძახება, ეს სხვა არის, უცხოეთში ხანდახან 5 დღე ელოდებიან სასწრაფოს და იქ არავინ არაფერს ამბობს. გამოიძახეთ აბა რამდენ ხანში მოვა სასწრაფო, მოვა ჩქარა, ან შეიძლება 3-4 საათში. ერთი შემთხვევა შეიძლება იყო აქ, რომ 5 დღე ელოდებოდნენ. ეს პანდემიის ბრალია.“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X