
პარტიის ლიდერებს შორის არსებულ უთანხმოებაზე ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტიის დატოვების შესახებ დაწერა “გირჩის” წევრმა ტორესა მოსიმ.
“მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და ზოგადად არ მსურს ასოცირებული ვიყო რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
ამიტომ ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს.
არ მინდა ეს აღქმული იყოს როგორც რაიმე მხარის არჩევა. არ ვაპირებ რომელიმე მხარეს, რომელიმე პარტიაში ყოფნას.
წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველას,” – დაწერა ტორესა მოსიმ.
ამავე თემაზე → ზურაბ ჯაფარიძე: „სამწუხაროდ გზები გაიყარა“ – „გირჩი“ დაიშალა?!






















