16:43 | 2020-12-04 ავტორი: თეონა ყაჭიური

იაგო ხვიჩიამ დაასახელა მიზეზი, რატომ წავიდა პარტიიდან გოგა ხაჩიძე

იაგო ხვიჩიამ დაასახელა მიზეზი, რატომ წავიდა პარტიიდან გოგა ხაჩიძე

„გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ წავიდა გოგა ხაჩიძე პარტიიდან. როგორც ხვიჩიამ „დღის კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, გოგა ხაჩიძის პარტიიდან წასვლის მიზეზი თავად იყო.

 

„მე არ მჯერა, რომ გოგა ხაჩიძეს ესმის „გირჩის“ იდეა ზოგადად. ის ჩვენ ძალიან გვეხმარებოდა, მისი მოფიქრებულია სახელი „გირჩი“, თუმცა სახელი მოუფიქრო ერთია და მეორეა იცოდე მას რა შინაარსი გააჩნია. დღევანდელი „გირჩის“ შინაარსი და გოგა ხაჩიძე ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

 

ზურაბ ჯაფარიძე: „სამწუხაროდ გზები გაიყო“ - „გირჩი“ დაიშალა?!
2020-12-04ზურაბ ჯაფარიძე: „სამწუხაროდ გზები გაიყო“ - „გირჩი“ დაიშალა?!

 

მისი წასვლის საბაბი მე ვიყავი, თუმცა, არ მჯერა, რომ როგორც ახლა მე ვარ საბაბი, მაშინაც მე ვიყავი რეალური მიზეზი. გოგა ხაჩიძემ ამაზე უნდა ილაპარაკოს, თუ ამას გადაწყვეტს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X