21:47 | 2020-12-05 ავტორი: Prime Time

ახალციხეში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ახალციხეში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა
თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, ახალციხელი მედიკოსი, რომელიც რეგიონში პირველი ინფიცირებული მედიკოსი იყო, გარდაიცვალა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული ექიმი აპარატზე იყო მიერთებული.

ამბროსი მოდებაძე ახალციხის კლინიკა „იმედსა” და რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა. ვირუსი მას გეგმიური ტესტირების დროს, 12 ოქტომბერს დაუფიქსირდა.
ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი, გუშინ კი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმატოლოგი.
ავტორი: რუსკა გვარამაძე

 

 

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მანქანაში ყოფნა კოვიდინფიცირებულთან ერთად გვიწევს
2020-12-05როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მანქანაში ყოფნა კოვიდინფიცირებულთან ერთად გვიწევს
ავტორი: Prime Time

X