
ღმერთმა დალოცოს ნიკა გვარამიას შვილები და ოჯახი, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია Facebook-ლაივში ჩართვისას აცხადებს.
„ღმერთმა დალოცოს ნიკა გვარამიას შვილები და ოჯახი. სიკეთე მისცეს მის ოჯახს და ყველა ოჯახი ქვეყანაში ღმერთმა დალოცოს.
მაგრამ ადამიანები საკუთარი თავით და საქციელით თავად გამოუტანენ თავს განაჩენს. მინდა, კიდევ გავიმეორო: მე არასდროს არავინ დამიწყევლია და არც არავის დავწყევლი. მღვდელი ადამიანებს ლოცავს და ჩვენ ლოცვისთვის ვართ“, – ამბობს მამა შალვა.
რა თქვა ქადაგებისას მამა შალვამ და რა ჩათვალა წყევლად ნიკა გვარამიამ – ნახეთ აქ.






















