
გირჩი არც ჩემი არ არის, არც ზურა ჯაფარიძის, არც ვახო მეგრელიშვილის, ვერც ვერავინ წაიღებს და ვერც ვერავის მისცემს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები ასე იქცევიან და პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან.
„ზოგადად, ვინც მე მიცნობს ყველამ იცის, რომ არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც არ ვაფასებ. ამ ნიადაგზე ყოფილ თანამშრომლებთან ხშირად მომდიოდა გაუგებრობები, რადგან არაკვალიფიციურობას მაინც და მაინც ვერ ვიტან.
შესაბამისად, ასეთი ხშირად ხდება ყველა ორგანიზაციაში. როდესაც ადამიანები რაღაც პერიოდის მერე დაშორდებიან, მერე ზოგიერთი ფიქრობს, რომ ძველი ამბების ცალმხრივად მოყოლა, მტყუან- მართალის გარჩევის გარეშე და ტალახის სროლა ნორმალურია. სამწუხაროა, რომ ზურა ჯაფარიძის მომხრეები ასე იქცევიან და პარტიის დანარჩენ ლიდერებს უბრალოდ ტალახს ესვრიან. ცოტა ხანში ამ ტალახს წვიმა ჩამორეცხავს და დარჩება უკან ქვა, რომელიც არის სიმართლე. ამ შემთხვევაში, სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.






















