
ლილოს დასახლებაში ხანძარია. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართის ნაწილში გაჩნდა.
ადგილზე 9 ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს






















