
მოხუცთა თავშესაფარი – „ბარბარე ოცდაერთი” სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. აი, რას წერს თავშესაფრის ადმინისტრაცია:
„სრულიად მოულოდნელად ჭიშკართან მანქანა გაჩერდა, მანქანიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა ყმაწვილი და გვეუბნება დღეს ბაბუაჩემის ორმოცია და თქვენს მოხუცებს მისი სულის სადიდებლად მცირე ნობათი მოვუტანეთო.
მანქანიდან სულ ცხელ – ცხელი ხაჭაპურები და ლობიანები გადმოიტანა და სხვა რამეებიც მოაყოლა. თან გვთხოვა არ გადამიღოთ, უბრალოდ ერთი ჭიქა მისი შესანდობარი დალიეთო”,- წერია თავშესფრის facebook-გვერდზე.

























