13:47 | 2020-12-07 ავტორი: Prime Time

ამირან გამყრელიძე: გლობალურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69%-ია, საქართველოში – 83%

ამირან გამყრელიძე: გლობალურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69%-ია, საქართველოში – 83%

გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 83% გვაქვს, თუ გლობალურად ეს პროცენტი არის 69, ქვეყანაში ჩვენ ახლა გვაქვს 83%, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიშემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 137 499 ადამიანი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღლა მიდის გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი, რაც პოზიტივია. გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი 83% გვაქვს, თუ გლობალურად ეს პროცენტი არის 69, ქვეყანაში ჩვენ ახლა გვაქვს 83%. ანუ 137 499 ადამიანი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, 7 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის  2 501 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 164 976-მდე გაიზარდა.

 

ავტორი: Prime Time

X