23:54 | 2020-12-07 ავტორი: Prime Time

„კახი უკვე გამოვიყვანეთ, ლუკა კი ისევ საავადმყოფოშია” – როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიაში, რომელმაც შვილის გამო კარიერა მიატოვა

„კახი უკვე გამოვიყვანეთ, ლუკა კი ისევ საავადმყოფოშია” – როგორ ცხოვრობს ქართველი მოდელი გერმანიაში, რომელმაც შვილის გამო კარიერა მიატოვა

მოდელი და ჟურნალისტი, თინათინ ნატროშვილი უკვე ოთხი წელია, ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და არაერთი სირთულის გადალახვის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ცხოვრების დალაგება და რელსებზე შეყენება შეძლო.

 

თიკო ნატროშვილი: ცოტა არეული და დაძაბული პერიოდი გვაქვს. ჯერ უმცროსმა შვილმა მოიტეხა ფეხი და სამი კვირის საავადმყოფოში გატარება მოუწევს. რამდენიმე დღეში კი კახის მისცა სიცხე და ათი დღე მასაც პალატაში მოუწია ყოფნა.

 

ექიმები გვეხუმრებოდნენ, საოჯახო პალატაში შემოვდივართო. კახი უკვე გამოვიყვანეთ, ლუკა კი ისევ საავადმყოფოში გვყავს და მე და ჩემი მეუღლე ვენაცვლებით ერთმანეთს, რომ მარტო არ დავტოვოთ. თან, ორივე ვსწავლობთ, გაცდენის უფლება არ გვაქვს და მოკლედ, გადარბენაზე ვართ. ალბათ, სტრესის ბრალია ის, რომ მეც არ ვიყავი კარგად, წნევის გამო ძალიან მტკიოდა თავი, მაგრამ აქაური ჯანმრთელობის სისტემა ძალიან განსხვავებულია – წნევის წამალს გამოკვლევების გარეშე არც არავინ დაგინიშნავს და არც აფთიაქში მოგყიდიან ურეცეპტოდ.

 

ამიტომ მომიწია პარაცეტამოლით გავმკლავებოდი, რომელიც ამ მიდგომების გამო ევროპულ ქვეყნებში, მგონი, ყველაფრის ტკივილის დროს გამოიყენება (იცინის). ამ გადარბენების გამო გამოკვლევების დრო არ მქონდა, თუმცა ახლა უკვე დავიწყე კვლევები.

 

განაგრძეთ: primeambebi.ge-ზე

ავტორი: Prime Time

X