10:12 | 2020-12-08 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეთ 8 დეკემბერს

რა არ უნდა გამოგრჩეთ 8 დეკემბერს

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

 

ფასილიტატორი ელჩების თხოვნის გათვალისწინებით, მხარეები დეტალებზე ვერ საუბრობენ. თუმცა ამბობენ, რომ რიგით მესამე შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.

 

რა გავიგეთ ოპოზიციისა და უმრავლესობის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ – წაიკითხეთ აქ.

 

დღეიდან დასავლეთ საქართველოში წვიმა, ღმოსავლეთ საქართველოში კი თოვაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთის მიმართულებით დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

 

აშშ პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენისთვის საქართველოს დახმარებას გამოუყოფს. კერძოდ, საელჩოს ცნობით, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში.

 

ნალექიანი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2910 ლარი გახდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X