22:06 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

გიორგი გაბუნია მორწმუნეებს: როდესაც ამ დაავადებას სხვებსაც გადასდებთ, გახდებით მკვლელები

გიორგი გაბუნია მორწმუნეებს: როდესაც ამ დაავადებას სხვებსაც გადასდებთ, გახდებით მკვლელები

„ფაქტია, რომ სინოდის გადაწყვეტილებით ქართველი მორწმუნეების რწმენა სერიოზული გამოცდის წინაშე დგება, რადგან მორწმუნეებს ახლა თავად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, ეზიარებიან თუ არა“,- ამის შესახებ ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, საკუთარ მონოლოგში ისაუბრა.

 

მისი თქმით, ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს.

 

„გასაგებია, რომ წმინდა ზიარების საიდუმლო მართლმადიდებლების ერთ-ერთი საყრდენია და მას ვერ შეეხებიან, მაგრამ რატომ არ შეიძლება მღვდლებმა ილოცონ ერისთვის და შეწირონ დამსწრეების გარეშე. რა აუცილებელია ხატების და ჯვრების კოცნა, ან მღვდლის შესამოსლის კოცნა. დროებით ამაზე უარის თქმა და მაინც მართლმადიდებლად დარჩენა ხომ შეიძლება? რატომ არ შეიძლება, რომ ეკლესიამ ეს შეზღუდვა დააწესოს. ხელისუფლება ვალდებულია კიდევ უფრო მკაცრი იყოს.

 

მივმართავ მორწმუნეებს – საკუთარი თავის არ გაფრთხილებით და ფეხზე დაკიდებით ასეთი დაავადების აკიდება თვითმკვლელობის ტოლფასია, როდესაც ამ დაავადებას სხვებსაც გადასდებთ, მკვლელებიც გახდებით.

 

სინოდის დამოკიდებულება უკვე ვიცით, ახლა ჯერი თქვენზეა, რა იქნებით – საკუთარ თავსა და სხვაზე მზრუნველი კეთილგონიერი ქრისტიანი, თუ უგუნური მკვლელი“,- აღნიშნა ტელეწამყვანმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

გაბულოგი #26

გაბულოგი #26 – ჯერი თქვენზეა, რა იქნებით: საკუთარ თავსა და სხვაზე მზრუნველი კეთილგონიერი ქრისტიანი თუ უგუნური მკვლელი

Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Sonntag, 22. März 2020

 

ავტორი: Prime Time

X