14:54 | 2020-12-09 ავტორი: Prime Time

თუ ხელში მეჭირება დოკუმენტი, გაწიკწიკებული საარჩევო წესები, პარლამენტში შევალ – ალეკო ელისაშვილი

თუ ხელში მეჭირება დოკუმენტი, გაწიკწიკებული საარჩევო წესები, პარლამენტში შევალ – ალეკო ელისაშვილი

მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ. – ამის შესახებ “მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა facebook-ჩართვაში განაცხადა.

 

“რაღაც ერთჯერადი ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს ვენდობოდეთ. მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს პატივსაცემი ადამიანი. მინდა ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრებიდან, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ამისთვის ვიბრძვი მე პირადად.

 

მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიტანოთ – საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. ეს არის ეროვნული ამოცანა. პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქედან ეს დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს რომ გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, არც შევდივარ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს,” – თქვა ელისაშვილმა.

 

ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა – ალეკო ელისაშვილი 

ავტორი: Prime Time

X