13:48 | 2020-12-09 ავტორი: Prime Time

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა  მიმდინარეობს

ტყიბულში, წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა საფილტრე სადგურის მშენებლობა, გადაიხურა  შენობა და მიმდინარეობს ტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი. პროექტის მიმდინარეობით, ტყიბულის მუნიციპლლიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

 

 

სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“ ახორციელებს.

 

პროექტი ითვალისწინებს ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X