01:09 | 2020-12-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ფეხით მიდის და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან – თეონა ცხომელიძის საჯარო მადლობა შვილის მასწავლებელს

ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან ფეხით მიდის და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან – თეონა ცხომელიძის საჯარო მადლობა შვილის მასწავლებელს

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე შვილის მასწავლებელს საჯარო მადლობას უხდის და წერს, რომ პედაგოგი ყოველ დილით, გაკვეთილის საკლასო ოთახში ჩასატარებლად ვერიდან ვაჟა-ფშაველაზე ფეხით მიდის.

 

„ახლა ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია მისთვის“ - ამერიკაში მოკლული ქართველი თინეიჯერის ოჯახი დახმარებას ითხოვს
2020-12-10„ახლა ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია მისთვის“ - ამერიკაში მოკლული ქართველი თინეიჯერის ოჯახი დახმარებას ითხოვს

 

„ჩემს შვილს ყოველ დილით 9 საათზე აქვს ონლაინ გაკვეთილი. ყოველ დილით 9 საათზე, როცა ყველა ბავშვი სახლიდან შედის ზუმში, მასწავლებელი კლასშია. სკოლაში მიდის ხალხო ყოველ დილით ფეხით, თუ არ ვცდები ვერიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და გაკვეთლს ატარებს საკლასო ოთახიდან, დავალებებსაც დაფაზე წერს. მარტო იმიტომ რომ ბავშვებს კლასის განცხა შეუქმნას, გამოსახულების ფონზე რომ კლასი იყოს ამის გამო! ვერ ვიჯერებ…ვერიკო კალანდარიშვილი, საჯარო მადლობა“, – წერს ცხომელიძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X