07:56 | 2020-12-10 ავტორი: Prime Time

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 69 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 69 213 894 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 47 973 091 ადამიანი, 1 574 821 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში 19 665 982 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.

ავტორი: Prime Time

X