
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,- ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი ვაშაძის მამას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
„მძიმეა… არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, თუმცა მძიმედ არის და შესაძლოა, ეს აისახება ჩემს ხასიათზე.“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.






















