00:00 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

ნახეთ ევროპის 5 ქვეყანა, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტს კარგად იცნობენ

ნახეთ ევროპის 5 ქვეყანა, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტს კარგად იცნობენ

ლოქდაუნის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დღითიდღე მძიმდება. ოპოზიციური ძალები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, ვინაიდან 2020 წლის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ევროპაში, საქართველო პირველი ქვეყანა არაა, სადაც მოქალაქეებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

1. ალბანეთში ლუსტრაციის კანონი რამდენჯერმე მიიღეს. 1993 წელს მიღებული პირველი კანონი, მხოლოდ მოსამართლეებს ეხებოდათ. სასამართლომ იგი არაკონსტიტუციურად ცნო და 1993-შივე გააუქმა. 1995 წელს, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი კანონები – “ლუსტრაციის და გენოციდის” კანონები მიიღეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, დამატება და იგი 2001 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვადაგასული კანონიდან ძალაში მხოლოდ მე-16 მუხლი დარჩა, რომლის მიხედვით, სპეცსამსახურების არქივის გახსნა მხოლოდ, 2025 წელსაა შესაძლებელი. ამ თემასთან დაკავშირებით, 2008 წლის ბოლოს, ალბანეთის პარლამენტმა „ლუსტრაციის“ შესახებ მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომელიც 2014 წლამდე აღსრულდა. ეს კანონი ეხება აღმასრულებელ, საკანონდებლო და სასამართლო შტოებში დასაქმებული პირების ლუსტრაციას. სწორედ ამას გამოუცხადა ოპოზიციამ ბოიკოტი, მაგრამ კანონი ძალაში უმრავლესობის მხარდაჭერით, მაინც შევიდა.

 

 

2. ბოსნია და ჰერცოგოვინაში, 1996 წელს, იმ ბოსნიელმა სერბებმა, რომლებიც „სერბთა დემოკრატიულ პარტიაში“ არ შედიოდნენ, ახალი პოლიტიკური პარტია – „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშრი“ ჩამოაყალიბეს. ისინი ბოიკოტს შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც 1992 წელს, პარლამენტმა დამოუკიდებლობის რეფერანდუმი დანიშნა. მალევე, სერბმა დეპუტატებმა ე.წ. რესპუბლიკის სკუპჩინა ჩამოაყალიბეს, რომელშიც აბსოლუტურ უმრავლესობას „სერბთა დამოუკიდებელი პარტია“ წარმოადგენდა. მათ ჯერ, 1999 წელს, „სოციალ-ლიბერალური პარტია“, შემდეგ 2000 წელს, „ნიკოლა შპირიჩისა და ბანია-ლუკის დემოკრატიული პარტია“ და 2002 წელს, „დემოკრატიულ-სოციალისტური პარტია“ შეუერთდა და „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირად“ გარდაიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ 2011-2012 წლებში, ალიანსს ნაციონალისტური და ექსტრემისტული იდეოლოგიის გამო, „სოციალისტურმა ინტერნაციონალებმა“ ჯერ წევრობა შეუჩერა და შემდეგ, თავისი რიგებიდან გააძევა.

 

 

3. კოსოვოს პარლამენტმა, მიმდინარე წლის 3 ივნისს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ავდულა ჰოტი აირჩია. პარლამენტში გადაწყვეტილებას 61 დეპუტატი დათანხმდა, ხოლო 24 – არ მიემხრო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კოსოვოს ყოფილი პრემიერის – ალბინ კურტის „მემარცხენე-ნაციონალისტურმა პარტიამ“ არჩევნებზე კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. აღსანიშნავია, რომ მისი პარტია ინიცირებული იმპიჩმენტის შედეგად, მარტში დაიშალა. 30 აპრილს, კოსოვოს პრეზიდენტმა – ჰაშიმ ტაჩიმ დეკრეეტი გამოსცა და ავდულა ჰოტი პრემიერის შემცვლელად დაასახელა. ამის გამო, კურტის პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე აღძრა, თუმცა დამარცხდა.

 

 

4. მონტენეგროს პარლამენტმა, 2017 წელს, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. 2016 წელს, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო ასამბლეას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ხმის მიცემის პროცესი საპროტესტო აქციასთან ერთად ჩატარდა. შეხვედრას 81 დეპუტატიდან მხოლოდ 46 ესწრებოდა და გადაწყვეტილებას მხარი 46-ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. ამავე წელს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შესაბამისი დოკუმენტის რატიფიკაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა 24-მა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-ის სენატმაც, უკვე მოახდინა – დაამტკიცა.

 

 

5. მაკედონიის პარლამენტში, გასულ წელს, ქვეყნის სახელის შესაცვლელად კენჭისყრა ჩატარდა. ოპოზიციამ სახელმწიფოსათვის სახელის შეცვლა, ღალატად ჩათვალა, რის გამოც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. კენჭისყრაში, 120 დეპუტატიდან 80-მა სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობა იუგოსავიის დაშლის შემდეგ მოიპოვა. თითქმის ორ წელში – 1993 წელს, ქვეყანა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ წევრი გახდა, მაგრამ მისი ოფიციალური სახელი საბერძნეთთან კონფლიქტის გამო პრობლემას დიდხანს წარმოადგენდა. 2019 წლის საპარლამენტო კენჭისყრამდე, მას ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა – მაკედონიის სახელით მოიხსენებდნენ, თუმცა მას ახლა, ჩრდ. მაკედონიის რესპუბლიკა ჰქვია.

 

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X