13:37 | 2020-12-12 ავტორი: Prime Time

ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს – რის შესახებ აფრთხილებს პეტრე კოლხი მოქალაქეებს

ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს – რის შესახებ აფრთხილებს პეტრე კოლხი მოქალაქეებს

„სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება“,- ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც პეტრე კოლხი ამბობს, სრულიად უმართავი სიტუაციაა და თავად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახური დისტანციურ მომსახურეობაზეა გადასული, საცობებმა ისე იმატა, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. საინტერესოა, სად მოძრაობენ ადამიანები და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს…

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე - ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში
2020-12-12მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე - ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მედიკოსების თავდადებული შრომის ფონზე, ვირუსი მაინც მძვინვარებს. ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელი მოწმობს იმას, პირველ ადგილზე ვდგავართ პანდემიის გავრცელების მხრივ. ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს. ახლა მაინც ვისწავლოთ ჭკუა და მოვეშვათ მესიანისტურ ზღაპრებს“,- წერს პეტრე კოლხი.

ავტორი: Prime Time

X